სიახლეები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში UNICEF-ის მხარდაჭერით პროექტის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ ფარგლებში დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგები:

4 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში გაიმართა ერასმუს + -ის ჟან მონეს პროექტის “ევროპული ღირებულებების და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ საქართველოს სკოლებში საერთო (ევროპული) ღირებულებების სწავლების შესახებ განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,იუნისეფთან“ თანამშრომლობით, ,,ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრი“ გაიხსნა. პრეზენტაციას გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ჰასან ხალილი, თესაუს-ს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ალექსანდრე მოსიაშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით მახაშვილი, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მსწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

26 ნოემბერს  ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადასცეს.  32 ინგლისურენოვანი გამოცემა სკოლამდელი  განათლების საბაკალავრო პროგრამების შესახებ პუბლიკაციებს  მოიცავს.  როგორც სტუმრებმა  თესაუში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, აღნიშნული წიგნები ლექტორებს და სტუდენტებს კვლევების ჩატარებაში დაეხმარება და სტუდენტების  ინტერესების სფეროს გაფართოებას შეუწყობს ხელს. 

2021 წლის სექტემბრიდან, UNICEF -ის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის - „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის...

30 ივლისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორი ღასან ხალილი ეწვია. 

მეგობარი საიტები