Banners Banners Banners Banners Banners

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში UNICEF-ის მხარდაჭერით საჯარო სკოლებისათვის ტრენინგები დაიწყო.
  • მაისი 11, 2022
 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში UNICEF-ის მხარდაჭერით პროექტის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ ფარგლებში დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის  ტრენინგები:

  • პროექტის მართვა 

  • პრაქტიკული ინგლისური 

  • დემოკრატია, მოქალაქეობა, ადამიანის უფლებები და ბავშვის უფლებები (ონლაინ) 

  • მეწარმეობა 

  • ევროკავშირი და საქართველო 

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ონლაინ) 

  • ლიდერობა და კომუნიკაცია 

ტრენინგებს უძღვება უნივერსიტეტის გამოცდილი ტრენერთა ჯგუფი. 2 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, თიმსის პლატფორმის გამოყენებით და ხოლო 4 ტრენინგი - პირისპირ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში. ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.