Banners Banners Banners Banners Banners

UNICEF -ის მიერ მხარდაჭერლი პროექტი თესაუში
  • მარტი 24, 2022
 

2021 წლის სექტემბრიდან, UNICEF -ის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის - „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ - განხორციელება. პროექტის მიზანია ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრის დაგეგმვა და დაფუძნება, რომელიც  გარემონტებული, აჭღურვილი და უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურით, ასევე, ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების საკითხებში სწავლებისა და სასწავლო რესურსებით. 

პროექტის ფარგლებში, რომლის ხანგრძლივობა 9 თვეა, ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოდულების შექმნა, ტრენინგები და სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 

სექტემბერის თვეში პროექტის მონაწილეებთან, უკვე  გაიმართა რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რომელზეც პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები განიხილეს